"ჩელსიმ" ლამაზი თამაშით მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ზედიზედ ორი მძიმე მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტაცია მოახერხა "ჩელსიმ". ლონდონელებმა "სტემფორდ ბრიჯზე" "ვესტ ბრომვიჩი" 3:0 დაამარცხეს. თავიდანვე ვთქვათ, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო "არისტოკრატთა" ახალწვეული ოლივიე ჟირუ, რომელმაც პრემიერლიგაში პირველივე წუთებიდან თამაში 2017 წლის 13 დეკემბრის შემდეგ პირველად დაიწყო.

მასპინძლებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. ედენ აზარმა ლამაზი კომბინაცია სწორედ ფრანგ ფორვარდთან გაითამაშა და ფოსტერს შორეულ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის მშვენება კი ლონდონელთა მეორე გატანილი ბურთი გახდა. სესკ ფაბრეგასმა, მცირედი რიკოშეტის დახმარებით, ვიქტორ მოზესს ულამაზესი პასი მიაწოდა, რომელმაც სტუმართა მეკარე მეორედ
დაამწუხრა.

მატჩს წერტილი კი ისევ ბელგიელმა უნივერსალმა დაუსვა. 71-ე წუთზე მან შორეული დარტყმით ალან პარდიუს გუნდის კარი მესამედ აიღო, საკუთარ ანგარიშზე კი დუბლი გაიფორმა. ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგაში ყველა გუნდს 27 მატჩი დაუგროვდა.

"ჩელსიმ" "ტოტენჰემს" 1 ქულით გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა. პრემიერლიგაში "არისტოკრატები" მომდევნო მატჩს 25 თებერვალს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ. იქამდე კი FA CUP-ზე, 17 თებერვალს "ჰალს" მიიღებენ, 20 თებერვალს კი, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბარსელონას" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
27
23
3
1
59
72
27
16
5
6
26
53
27
13
6
8
15
45
27
9
9
9
-3
36
26
9
8
9
3
35
27
9
7
11
-14
34
27
8
7
12
-10
31
27
8
6
13
-10
30
27
7
9
11
-12
30
27
7
7
13
-11
28
27
6
10
11
-14
28
27
6
9
12
-17
27
27
7
6
14
-17
27
27
6
7
14
-26
25
27
3
11
13
-17
20