იურგენ კლოპი: დამშვიდების უფლება არა გვაქვს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად დაამარცხა "საუთჰემტონი" (2:0) და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერს" ორიოდ ქულითღა ჩამორჩება. ნამატჩევს "წითლების" თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა:

"შესანიშნავად არ გვითამაშია. ცოტა უცნაური ქარი იყო და ხელი შეგვიშალა. მძიმე პირობები იყო, მაგრამ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სწრაფი გოლი გავიტანეთ, საჭირო დროს გავიტანეთ მეორე გოლიც და შემდეგ თამაშს ვაკონტროლებდით. მეტად აღარ გვაქვს ნორმალური უქმეები, ჩემპიონატი ოთხეულში უნდა დავასრულოთ და ქულები გვჭირდება.

არა მგონია "არსენალთან" 9-ქულიანი სხვაობა საკმარისი იყოს. დამშვიდების უფლება არა გვაქვს. წინ ბევრი
შეხვედრები გველის და ისევე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც დღეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული