ალვარო მორატამ შეიძლება ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელს ალვარო მორატას ზურგის ტრავმა აქვს და უკანასკნელად 17 იანვარს ინგლისის თასზე "ნორვიჩთან" ითამაშა.

ამაზე და გუნდის უხეირო ასპარეზობაზე კომენტარი "არისტოკრატების" მენეჯერმა ანტონიო კონტემ გააკეთა:

"ჩვენ ვსაუბრობთ წარუმატებლობაზე და გვავიწყდება თუ როგორ მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით. წამყვანი ფორვარდი მორატა კარგა ხანია ვერ გვეხმარება. არც ვიცი ამ სეზონში მოახერხებს თუ არ თამაშს. ეს საკითხი მაწუხებს.

გუნდის დატოვებას არც ვფიქრობ. მწვრთნელები შედეგზე არიან დამოკიდებულნი. შედეგი კი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არა გვაქვს და მისი გამოსწორება გვმართებს. "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხებას შევეცდებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული