47 წლის სპეციალისტი რომან აბრამოვიჩის ფავორიტი ყოფილა და სწორედ ლონდონელთა მფლობელს სდომებია მისი მიწვევა. ენრიკეს "ჩელსიში" მისვლის ორი ვარიანტი არსებობს. პირველი - იგი გუნდს ახლავე ჩაიბარებს და სეზონის ბოლომდე უთავკაცებს, რის შემდეგაც მისი შედეგები შეფასდება, და მეორე - ესპანელი "ჩელსიში" სეზონის ბოლოს მივა და 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.