მარეზი "ლესტერს" ბოიკოტს უცხადებს? პიუელი კი მისი დარჩენით გახარებულია

AutoSharing Option
"ლესტერმა" ნახევარმცველი რიად მარეზი "მანჩესტერ სიტის" არ მიჰყიდა. ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებულია და გუშინ "ევერტონთან" მატჩში გუნდის განაცხადშიც არ ყოფილა.

"მელიების" მენეჯერმა კლოდ პიუელმა შექმნილი ვითარება ასე განმარტა: "მარეზის დარჩენა ჩვენთვის კარგი ამბავია. ახლა მთავარია, ითამაშოს. ეს მისთვის მთლად სასიამოვნო სიტუაცია არაა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე. იმედია, გუნდში დაბრუნდება და თამაშს სიხარულით გააგრძელებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული