მესუთ ოზილი 2018 წელს "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასა და დაქორწინებას გეგმავს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ ოზილი "მეთოფეებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ გერმანული Bild-ი იუწყება.

29 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც "კანონიერთა" რიგებში პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადასვლა ოფიციალურად გადაწყდა.

გერმანელს "არსენალთან" მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამას გარდა, 2018 წელს იოზილის ცხოვრებაში სხვა სიახლეც იქნება. იგი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თურქ მსახიობ ამინ გულშეზე დაქორწინდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული