"ჩელსი" ჟირუს ტრანსფერში დავიდ ლუიზსაც ჩართავს

AutoSharing Option
გავლენიანი გამოცემა Dailystar-ი იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოლივიე ჟირუს დამატება ძალიან სურს და საწადელის მიღწევას ყველანაირად შეეცდება.

"არისტოკრატები" "არსენალს" 30 მილიონ ფუნტსა და დავიდ ლუიზს შესთავაზებენ, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 15 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ყველაფერი კი მაქსიმუმ ხვალ გაირკვევა, სანამ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.

ლუიზს ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონში სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული