"ვესტ ჰემის" მცველი მასუაკუ შეფურთხებისთვის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ინგლისის თასის 1/16-ფინალურ მატჩში "ვესტ ჰემის" კონგოელმა მცველმა არტურ მასუაკუმ "უიგანის" ნახევარმცველს ნიკ პაუელს შეაფურთხა, რის გამო მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.

"ჩაქუჩების" მწვრთნელმა დევიდ მოისმა თქვა, რომ მასუაკუ საერთოდ კარგი ბიჭია, მაგრამ საზიზღრად მოიქცა და სათანადოდ დასჯიდნენ.

დასაჯეს კიდეც - 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით.

არტურმა ბოდიში მოიხდა და პირობა დადო, რომ მომავალში აღარავის არ შეაფურთხებს და სანიმუშოდ მოიქცევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული