ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში განაგრძოს, - ამის შესახებ ESPN იუწყება.

მისი სამსახურით "ლოს-ანჯელეს გალაქსია" დაინტერესებული.  სკანდინავიელი ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რის გამოც საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება.

ზლატანმა მძიმე ტრავმის შემდეგ "წითელ ეშმაკებთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მან შესაძლოა, გუნდი კონტრაქტის დასრულებამდე დატოვოს.

ტრანსფერს კი, სავარაუდოდ, "იუნაიტედში" ალექსის სანჩესის გადასვლა კიდევ უფრო დააჩქარებს, რის გამოც შვედს უფრო ნაკლები სათამაშო დრო მიეცემა.

იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერის" შემადგენლობაში 2016 წელს გადაბარგდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში
თავი 17-ჯერ გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული