"ვესტ ჰემის" მცველმა არტურ მასუაკუმ მეტოქეს შეაფურთხა და მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/16-ფინალურ მატჩში "ვესტ ჰემის" კონგოელმა მცველმა არტურ მასუაკუმ "უიგანის" ნახევარმცველს ნიკ პაუელს შეაფურთხა, რის გამო მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.

"ჩაქუჩების" მწვრთნელმა დევიდ მოისმა თქვა, რომ მასუაკუ საერთოდ კარგი ბიჭია, მაგრამ საზიზღრად მოიქცა და სათანადოდ დასჯიან.

თავად არტურმა კი ბოდიში მოიხდა და პირობა დდო, რომ მომავალში აღარავის არ შეაფურთხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული