პრემიერლიგა. XXIV ტური: ლიდერებმა გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შაბათს ჩატარებულ პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩებში ლიდერებმა გაიმარჯვეს.

"ჩელსიმ" სტუმრად გაანადგურა "ბრაიტონი" 4:0. დუბლი ნახევარმცველმა ედენ აზარმა მიითვალა. მან ევროპირველობებზე უკვე 101 გოლი გაიტანა (36 ლილში და 65 არისტოკრატებში). ბელგიელმა თქვა, რომ კარგად გაისარჯენ, ვილიანი და ბატშუაი ჩინებულად კომბინირებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს მოდუნდნენ, კაბალიერომ რამოდენიმეჯერ გადაარჩინა გუნდი და არასოდეს არ უნდა იფიქრონ, რომ თამაში მოთავებული აქვთ.



"მანჩესტერმა" ასევე გასვლაზე, ოღონდ უფრო მოკრძალებული ინგარიშით, 1:0 დაამარცხა "ბარნლი". "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ მსაჯი დინი და
გოლის ავტორი ენტონი მარსიალი შეაქო. მან განაცხადა, რომ ენტონი ნიჭიერი ბიჭია, თუმცა სტაბილურობა აკლია, ალექსის სანჩესი კი ალბათ, გადმოვა ჩვენს გუნდშიო.

"არსენალმა" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" სძლია 4:1. რა თქმა უნდა, გამარჯვებამ გაახარა "მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი, რომელმაც ბრძანა, რომ 3 ქულაზე არანაკლებ ალექსანდრ ლაკაზეტის გოლმა გაახარა, რადგან კარგა ხანია თავი არ გამოუჩენია და იმედია, წარუმატებელი შეხვედრების სერია უკან მოიტოვა.



"მანჩესტერ სიტიმ" შინ 3:1 დაამარცხა "ნიუკასლი", ჰეთ-თრიკი სერხიო აგუერომ შეასრულა და მისი დამრიგებლის პეპ გვარდიოლას თქმით, ორი მაღალი კლასის თავდამსხმელი ჰყავთ და მესამის აყვანის განსაკუთრებულ აუცილებლობას ვერ ხედავს.

ხვალ "ტოტენჰემი" სტუმრად "საუთჰემპტონს", ხოლო "ლივერპული" "სუონსის" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული