პარიზში ხოსეპ გვარდიოლას სახელიც ახსენეს

AutoSharing Option
ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად მანჩესტერ "სიტის" უდგას სათავეში, პსჟ-ს ხელმძღვანელთა მთავარი სამიზნეა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემების მტკიცებით, პარიზელთა ყოვლისშემძლე ხელმძღვანელობა, პეპის ხელში ჩასაგდებად, ზაფხულში ყველა ღონეს იხმარს.

გვარდიოლას, "სიტისთან" კონტრაქტი 16 თვეში უმთავრდება, იგი გასამრჯელოდ, წელიწადში 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადრე სხვა მწვრთნელთა გვარებიც გავრცელდა.

საუბარია, ანტონიო კონტესა და კარლო ანჩელოტის შესაძლო დაბრუნებაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული