ჰენრიხ მხითარიანი 9 წლის წინ "არსენალს" აღმერთებდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა 2009 წელს უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ სურდა, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გამხდარიყო.

მაშინ სომეხი ფეხბურთელი სამშობლოში "პიუნიკის" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" შესაძლოა მხითარიანი "არსენალში" ალექსის სანჩესში გაცვალონ.

"ჩემი საყვარელი გუნდი "არსენალია", - ამბობდა 20 წლის მხითარიანი 2009 წელს. - მე მომწონს მათი შემტევი და სწრაფი სტილი. გარდა ამისა, არსენ ვენგერი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა და ამასთან ერთად, შედეგსაც სთხოვს. მე ეს მომწონს. მინდა, ოდესმე მანდ ვითამაშო".

აქვე
გეტყვით, რომ სანჩესს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე აქვს და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. მიმდინარე სეზონში სანჩესმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მხითარიანმა კი, თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. საერთო ჯამში, მან 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული