ჟოზე მოურინიო: კარგი იქნება თუ სანჩესი ჩვენთან გადმოვა

AutoSharing Option
ისეთი ამბავია ამტყდარი ინგლისში "არსენალის" თავდამსხმელის ალექსის სანჩესის ტრანსფერზე, გეგონებათ პელე ან მარადონა იყოს. "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა კლუბის სპორტულ დირექტორს ჩიკი ბეგირისტაინს შეხვდა და სთხოვა რამენაირად შეუძინონ ჩილელი, იქით "ჩელსი" ცდილობს მის გადაბირებას, ყველაზე უკეთესი შანსები კი როგორც ამბობენ, "მანჩესტერს" აქვს.

"სტოკთან" ნამატჩევს "მანიუს" თავკაცს ჟოზე მოურინიოს განვლილ თამაშზე უფრო იმაზე კითხეს ჟურნალისტებმა, ახერხებენ თუ ვერა სანჩესის გადაბირებას.

მოუმ მოკლედ მიმოიხილა თამაში, თქვა, რომ ეს მოგება ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში არაფერს არ ნიშნავს, რამეთუ ყველაფერი "ქალაქელთა" ხელშია, ანუ ფაქტიურად
აღიარა, რომ ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებენ, "ლივერპულისა" და "სიტის" მატჩისთვის არც უცქერია და შემდეგ სანჩესზე ილაპარაკა:

"მასზე ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, ჯერ კიდევ "მეთოფეა". თუ თავის გუნდში დარჩა, მათთვისაა კარგი, თუ ჩვენთან გადმოვიდა - ჩვენთვის, თუ სხვა გუნდში გადაბარგდა - იმათთვის.

ვერ გეტყვით რამდენად წავიწიეთ ამ საკითხში წინ. დღეს ამისთვის არ მეცალა. ვარაუდით არ მინდა საუბარი. მისი სამსახურით სხვა კლუბები არიან დაინტერესებულნი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული