ჟოზე მოურინიო: იბრაჰიმოვიჩმა იცის, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ვეტერანი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის იმედი ისევ აქვს, თუმცა მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება:

"როდესაც ზლატანს "ინტერში" ვავარჯიშებდი, 29 წლის იყო. დროს ვერ შეაჩერებ. იბრამ ეს იცის. მას ესმის, რომ მისი, როგორც ტოპ-ფეხბურთელის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ოცნებობდა, იბრძოდა, რათა კარიერა "მანიუში" მაღალ დონეზე დაესრულებინა. მუდამ იმეორებს, რომ სურს გუნდისთვის სასარგებლო იყოს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. მთავარია, მუხლმა პრობლემა არ შეუქმნას და ფიზიკურად მზადყოფნაში იყოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული