იურგენ კლოპი: fuck, ეს ისტორიული გამარჯვებაა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ, "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი იმდენად აჟიტირებული იყო, რომ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ეთერში შეიგინა ((what the fuck was that?) , რის გამოც ტელეწამყვანმა ბოდიში მოიხადა, ხოლო გერმანელმა თქვა:"ოჰ, მეგონა ამერიკაში ეს ნორმალურია, ინგლისში ამის გაკეთება არ შეიძლება". მერე კი იურგენმა შემდეგი ბრძანა:

"ვაუ, რა მატჩი იყო. ეს ისტორიული გამარჯვება გახლდათ, რომელზეც კიდევ 20 წელი ილაპარაკებენ, რადგან "ქალაქელები" წელს მეტად ალბათ, არ დამარცხდებიან. მთელი მსოფლიო ამ თამაშს უცქერდა. ორივე გუნდმა მოედანზე ყველაფერი დადო.

შესაძლებელზე
მაგრად ვიასპარეზეთ, მოწინააღმდეგეს მუდმივად ვუქმნიდით პრობლემებს. ბოლოსკენ არ მეშინოდა, რადგან კარგად ვიცანი ჩემი გუნდი. მე ყველაფერი მომეწონა.

დიახ, კარიუსმა ახლო კუთხეში გაუშვა სანეს დარტყმული ბურთი, თქვენ ეს მომენტი ახლახან მაჩვენეთ. ლორისმა იცის, რომ შეცდომა დაუშვა. ედერსონმაც სალაჰისგან არგასაშვები გოლი გაუშვა, მაგრამ ამაზე არავინ არ ილაპარაკებს.

ვნახოთ, ეს შეხვედრა როგორ იმოქმედებს სეზონში მოვლენების განვითარებაზე. კოუტინიოს წასვლის შემდეგ 4 გოლის გატანა შესანიშნავია. 3 ბურთის საკუთარ კარში მიღება კი ვერაა მთლად სასიამოვნო. თუმცა, დღეს ჩვენთვის ყველაფერი იდეალურია. დამსახურებულად გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული