"მანჩესტერ სიტი" აპრილის შემდეგ პრემიერლიგაზე პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" დაამარცხა ლიდერი და ამ სეზონში ჩემპიონატზე დაუმარცხებელი "მანჩესტერ სიტი" 4:3. უკანასკნელად პრემიერლიგაზე "სიტი" 5 აპრილს "ჩელსისთან" დამარცხდა (1:2).

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და ორივე გოლი მეკარეების შეცდომების შედეგად გავიდა: დებიუტში ალექს ოქსლეიდ - ჩემბერლენმა გაუტანა ედერსონს ბურთი, ხოლო მე-40 წუთზე ლეროი სანემ ლორის კარიუსს.

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სამჯერ მოახერხეს "ქალაქელთა" კარის დალაშქვრა (რობერტო ფირმინომ, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა). ამის შემდეგ "წითლებს" ის დაემართათ, რაც ხშირად ემართებათ ხოლმე - შეხვედრის ბოლოსკენ
შეცდომების დაშვება დაიწყეს და კინაღამ წყალში ჩაეყარათ ყველაფერი. ბერნანდო სილვამ და ილკაი გიუნდოგანმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და მსაჯის საფინალო სასტვენმა იურგენ კლოპის გუნდს სულზე მიუსწრო.

ცნობისათვის, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" "ენფილდზე" ბოლოს 2003 წელს მოუგო (2:1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული