პრემიერლიგა. XXIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა, ხვალ "ენფილდზე" დიდი მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, "ლივერპული" - "მანჩესტერ სიტი" ხვალ გაიმართება, "არსენალიც" კვირას თამაშობს და "მანჩესტერიც". დღეს კი "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" იმ "ლესტერის" დამარცხება ვერ მოახერხა (0:0), რომელიც 68-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. "ჩელსიმ" ნაახალწლევს სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.



"არისტოკრატთა" მენეჯერმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ "არსენალთან" შეხვედრის შემდეგ მისმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს და თან, მათთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ეთამაშნენ. მისმა ვიზავიმ კლოდ პიუელმა კი განაცხადა, მსაჯს
ბენ ჩილველი რომ არ გაეძევებინა, აუცილებლად მოვიგებდით, ორი ქულა დავკარგეთო.

"ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ევერტონი" გაანადგურა. დუბლი ჰარი კეინმა მიითვალა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 22 მატჩში გატანილი 20 გოლია. ამას გარდა, ჰარიმ "დეზებში" 98-ე გოლი გაიტანა და ტედი შერინგემის რეკორდი დაამხო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
24
21
2
1
52
65
24
15
5
4
29
50
24
12
6
6
14
42
24
9
7
8
4
34
24
9
7
8
-2
34
24
7
7
10
-13
28
24
7
5
12
-11
26
24
6
8
10
-12
26
24
6
7
11
-11
25
24
6
7
11
-15
25
24
6
5
13
-12
23
24
5
8
11
-16
23
24
6
5
13
-25
23
24
3
11
10
-10
20
24
5
5
14
-20
20