Corriere dello Sport: ანჩელოტი და "არსენალი" შეთანხმდნენ

AutoSharing Option
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან ლონდონის "არსენალი" კარლო ანჩელოტიმ გაწვრთნას.

უფრო მეტიც, როგორც იტალიური პრესა იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობასა და ანჩელოტის შორის წინასწარი შეთანხმებაც შედგა.

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებელი "მეთოფეებში" სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"არსენალის" ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები ვენგერის შედეგებით, განსაკუთრებით ბოლო წლებია, უკმაყოფილოა.

ფრანგ დამრიგებელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და დიდი შანსია, რომ მომდევნო წელს მისი 21-წლიანი მუშაობა "არსენალში" დასრულდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენგერის რა ბრალია თუ მფლობელი ფულს არ ხარჯავს,რა ამ შემადგენლობით ანჩელოტი გააკეთებს რამესს არამგონიაა
ქუთაისელი
14:28 11-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული