The Express: "მანჩესტერ სიტი" სანჩესს მიმდინარე კვირაში გაიფორმებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის მტკიცებით, "მანჩესტერ სიტი" ალექსის სანჩესს მიმდინარე კვირაში გაიფორმებს და ამ სატრანსფერო საგას დაასრულებს.

"ქალაქელებს" ფეხბურთელის გადაბირება დიდი ხანია სურთ, თუმცა ბოლო დროს ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტი დაემატა.

"სიტის" ფორვარდმა გაბრიელ ჟეზუსმა ტრავმა მიიღო, რომელიც ორი თვე იუქმებს და ხოსეპ გვარდიოლასაც ბრაზილიელის ჩანაცვლება სწორედ ჩილელით სურს.

გარდა ამისა, სანჩესს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება, რაც ამ ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

"სიტი" "არსენალს" სამხრეთამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული