ჯეფრი ბოლკიაჰა-მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ბრუნეის სულთნის ჰასანალ ბოლკიაჰას ძმის შვილი ფაიკ ჯეფრი ბოლკიაჰა ნავთობმაგნატის მემკვიდრეა და მომავალში მისმა მემკვიდრეობამ შეიძლება 20 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ამ 19 წლის ბიჭს კეთილი ცხოვრება საშვილთაშვილოდ აქვს უზრუნველყოფილი, მაგრამ ფეხბურთი უყვარს და "ლესტერის" დუბლებში ბურთაობს.

ფაიკი ინგლისში 2009 წელს გადაბარგდა, "საუთჰემპტონში", "არსენალსა" და "ჩელსიში" დასდევდა ბურთს, შარშანწინ კი "ლესტერთან" გააფორმა სამსეზონიანი კონტრაქტი. მისი მამა თვეში 35 მილიონს ძვირფას ავტომობილებზე (2 300 მანქანა ჰყავს), საათებზე და მეძავებთან დროის ტარებაზე ხარჯავს.

ფაიკმა კი ფეხბურთელობა აირჩია და მხ
არდაჭერისთვის მშობლების მადლობელია, ჯერ პრემიერლიგაზე არ უთამაშია, თუმცა ბრუნეის ნაკრების კაპიტანია და მისი ღირსება 7 მატჩში დაიცვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული