კლოდ პიუელი: მარეზი "ლესტერში" თავს ბედნიერად გრძნობს

AutoSharing Option
წუხელ beIN SPORTS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლესტერის" ნახევარმცველი რიად მარეზი დღეს "ლივერპულში" მედშემოწმებას გაივლის. ამის საპასუხოდ "მელიების" მენეჯერმა" კლოდ პიუელმა შემდეგი განაცხადა:

"მინდა წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნო, მარეზი კი ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. როდესაც რიადს მის მომავალზე ვესაუბრე, მითხრა, თამაშისგან სიამოვნებას ვიღებო. აქ თავს ბედნიერად გრძნობს და უხარია თანაგუნდელებთან ერთად ასპარეზობა.

სტატისტიკა გამოასწორა, გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. მინდა, თავისი სამუშაო სწორედ "ლესტერში" შეასრულოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული