მანჩესტერ "სიტი" მაგუაირში 50 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ინგლისური მანჩესტერ "სიტი" მზადაა, "ლესტერის" მცველის ჰარი მაგუარის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ქალაქელთა" დამრიგებელ პეპ გვარდიოლას, ფეხბურთელის დამატება ჯერ კიდევ მისი "ჰალში ასპარეზობის დროს უნდოდა.

24 წლის მცველი, "მელიების" რიგებში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და ჩატარებულ 22 შეხვედრაში, 2 გოლის ავტორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მაგუაირია ის ფეხბურთელი, რომლის სახელიც საბა კვირკველიასთან ერთად "სიტის" დაუკავშირეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული