მე-4 ლიგის "კოვენთრისთან" დამარცხების შემდეგ "სტოკის" მენეჯერი მარკ ჰიუზი გადააყენეს

AutoSharing Option
ინგლისის თასის მე-3 რაუნდში ინგლისის რანგით მე-4 ლიგის "კოვენთრისთან" წაგების (1:2) და გათამაშებიდან გამოვარდნის შემდეგ, "სტოკის" ხელმძღვანელობამ გუნდის მენეჯერი მარკ ჰიუზი გადააყენა.

თასზე "სტოკი" ასეთი დაბალი ლიგის გუნდთან ბოლოს 1938 წელს დამარცხდა. ეს უელსელი სპეციალისტისთვის "სტოკის" მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მე-200 შეხვედრა იყო (71 მოგება, 48 ფრე და 81 წაგება). ის ამ გუნდს 2013 წელს ჩაუდგა სათავეში და ახლა გასავარდნად აქვს საქმე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული