ლონდონის "ჩელსიმ" როს ბარკლი გაიფორმა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ევერტონის" ნახევარმცველი როს ბარკლი დაიმატა.

"არისტოკრატებს" ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ბარკლი ლივერპულური კლუბის აღზრდილია და ამ კლუბის ძირითადი გუნდის მაისურით 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა.

მას "ევერტონის" შემადგენლობაში 150 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საკუთარ ანგარიშზე კი 21 გოლი ჩაიწერა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით