პრემიერლიგა. XXII ტური: გოლი 38-ე წამზე! [VIDEO]

AutoSharing Option
2 იანვარს პრემიერლიგაში XXII ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" შინ "უოტფორდი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა 38-ე წამზე გახსნა და მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. შემდეგ "სიტის" უპირატესობა ორამდე კრისტიან კაბასელეს ავტოგოლით ორამდე გაიზარდა. 63-ე წუთზე სერხიო აგუერომ შეაგდო. სტუმრებიდან პრესტიჟის გოლის გატანა ენდრიუ გრეიმ 82-ე წუთზე შეძლო.


ლონდონის "ტოტენჰემმა" სტუმრად "სუონსი" ფერნანდო ლორენტესა და დელე ალის გოლებით დაამარცხა.


"ვესტ ჰემმა" კი
შინ "ვესტ ბრომვიჩს" 2:1 სძლია. ენდი ქეროლმა დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო  სტუმრებიდან ერთი გოლი ჯეიმს მაკლინმა გაქვითა.

XXII ტურის კიდევ ერთი მატჩი 3 იანვარს (23:45) გაიმართება, სადაც ლონდონურ დერბიში "არსენალი" "ჩელსის" უმასპინძლებს, ხოლო 4 იანვარს "ტოტენჰემი" გამოტოვებულ შეხვედრას "ვესტ ჰემთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული