პეპ გვარდიოლა: იმედია, გაბრიელ ჟეზუშს მხოლოდ 1-2 თვე გაუცდება

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21 ტურში "კრისტალ პალასთან" უგოლო ფრედ დასრულებულ მატჩზე კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"დღეს გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. ედერსონმა ქულა გადაგვირჩინა. შეიძლება, პენალტი მართლაც იყო. ჩვენ მსაჯის გადაწყვეტილება არ გაგვიპროტესტებია.

მალე მორიგი შეხვედრა გვაქვს და დღევანდელი თამაშიდან სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო.

ჟეზუშს სერიოზული ტრავმა აქვს. იმედია, მხოლოდ 1-2 თვე გაუცდება. მერე დე ბრიუნეც დაშავდა. არ ვიცი რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

ტრანსფერები? ახლა თამაშზე ვსაუბრობ. ჯერ უნდა გავიგოთ რამდენი ხნით გამოგვაკლდებიან ჟეზუში და დე
ბრიუნე. ამის შემდეგ განვსჯით სიტუაციას".
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაპატიეთ მეგობრებო,გამოუძინებლობის გამო შეცდომა დავუშვი,ჩემს წინა პოსტში პენალტის დანიშვნაზე რომ ვსაუბრობ,ეგ არსენალის კარში დანიშნულ პენალტს შეეხება.რას იზავ,წუხელ მეც არა სპორტული ღამე მქონდა.
სოსო
12:05 01-01-2018
0
ვფიქრობ პენალტი არ უბდა დანიშნულიყო,ბურთი ხელზე მოხვდა და განზრახ თამაში ნამდვილოად არ იყო,თუმცა მსაჯს დანიშვნის უფლებაც ნამდვილაად ჰქონდა.
მკითხველებს,ყველას, გილოცავთ ახალ წელს.
სოსო
11:56 01-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული