ედენ აზარმა "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ლიდერმა ედენ აზარმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია ედენის მამამ, ტიერი აზარმა დაადასტურა.

ბელგიელ ნახევარმცველს მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ტიერიმ ისიც აღნიშნა, რომ აზარს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალები არ შეუთანხმებია.

აზარს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. სატრანსფერო მარკეტზე 26 წლის ბელგიელს 75 მილიონ ევროდ აფასებენ.

აზარმა ამ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 25 შეხვედრა გამართა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული