"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლიც" დაამარცხა და "მანჩესტერს" 15 ქულით გაექცა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "სენტ ჯეიმს პარკზე" 1:0 დაამარცხა "ნიუკასლი" და მეორე ადგილზე მყოფი "მანჩესტერი" 15 ქულით ჩამოიტოვა.

"ქალაქელებმა" ინგლისის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება იზეიმეს, თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს და სტუმრად მიჯრით მე-11 მატჩი მოიგეს, რაც უკანასკნელად 2011 წელს "ჩელსიმ" მოახერხა.

გამარჯვების გოლის ავტორმა რახიმ სტერლინგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სიხარული ვერ დამალა: მეტოქე პრესინგს კარგად უმკლავდებოდა და კონტრიერიშები გამოსდიოდა. ჩვენ გუნდური სულისკვეთება არ დაგვიკარგავს, მშვიდად ვმოქმედებდით და მოვიგეთ.

ჩემს თანაგუნდელებს საგოლე გადაცემის გაკეთება ეხერხებათ, უბრალოდ ჭკვიანურად უნდა გაეხსნა. კევინ დე
ბრიუნემ ჩინებული გადაცემა გამიკეთა. ყოველ მომდევნო მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიტი-ს: ნამუსი გააქვთ?
ქომაგი
09:48 28-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული