დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგაში სიევების რაოდენობით მეორეა, ედერსონი კი მეოცე

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის ამ სეზონში სეივეიბის რაოდენობით უკანასკნელ ადგილზე მყოფი გუნდის, "სუონსის" მეკარე, ლუკაშ ფაბიანსკი ლიდერობს, პოლონელის ანგარიშზე 80 სეივია.

მეორე ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა იკავებს, რომელმაც 70 ბურთი მოიგერია, მესამე ადგილზე კი "საუთჰემტონის" გოლკიპერი, ფრეიზერ ფორსტერია (68).

28 მეკარიდან მე-20 ადგილს პრემიერ ლიგის ლიდერის, "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი სპორტსმენი, ედერსონ მორაეში იკავებს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მეკარემ 29 სეივი შეასრულა და 12 გოლი გაუშვა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
სეივი რო გააკეთოს კარებში უნდა დასურტყან და ეგ არ ხდება, გუშინ ერთხელაც არ აუღია ბურთი. რა ქქნას ამ კაცმაა
imereli
13:56 28-12-2017
0

სიახლეები პოპულარული