ვირგილ ვან დეიკი "ლივერპულში" გადავიდა

AutoSharing Option
"ტაიმსის" ცნობით, "საუთჰემპტონის" 26 წლის ჰოლანდიელმა მცველმა ვირგილ ვან დეიკმა "ლივერპულში" მედშემოწმება გაიარა და "წითლებმა" 75 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ამხელა თანხა მცველში არასოდეს არც ერთ კლუბს არ გადაუხდია.

აქამდე მცველის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კაი უოკერის 60 მილიონად "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა იყო.

ვან დეიკს "წითლებში" ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 200 ათასი დაენიშნება და 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული