სემ ელერდაისი: ოლივიე ჟირუს ჩვენთან მეუღლე არ გამოუშვებს

AutoSharing Option
"ევერტონის" მენეჯერმა სემ ელერდაისმა ახსნა, თუ რატომ არა აქვს იანვარში "არსენალის" ფორვარდის ოლივიე ჟირუს დამატების იმედი:

"მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ზაფხულში "ევერტონში" გადმოსვლა არ ისურვა. რამდენადაც ვიცი, არ უნდა ლონდონიდან აბარგება. ყოველ შემთხვევაში, ეს მის მეუღლეს არ სურს. მერწმუნეთ, ქალის სურვილი მთავარია. ამას პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით".

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ოლივიემ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მხოლოდ ათჯერ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში და გასხვისებას უპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული