ანტონიო კონტე: შარშან გვიმართლებდა, წელს - ნაკლებად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ბრაიტონთან" მოგებულ მატჩზე (2:0) "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გოლის გატანა გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და უამრავი მომენტი შევქმენით. იგივე იყო "ევერტონთან" შეხვედრაში, მაშინ კარში 25-ჯერ დავარტყით ბურთი. თუმცა, დღეს 2 გოლი გავიტანეთ. კარგ ფორმაში ვართ, ასევე გვმართებს გაგრძელება.

ეს სეზონი წინასგან განსხვავებულია. შარშან ცოტა გვიმართლებდა, მაგალითად, "ვესტ ბრომვიჩთან" და "სანდერლენდთან" მატჩებში. წელს ნაკლებად გვიმართლებს. რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", ძალიან ვაფასებთ, რადგან არაჩვეულებრივად
ასპარეზობს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული