ჟოზე მოურინიო: ბავშვური შეცდომისთვის დავისაჯეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერმა" პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლესტერთან" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და გაუშვა გამარჯვება ხელიდან (2:2).

"მანიუს" მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს კომენტარი ასეთი გახლდათ:"ვერ მოვიგეთ, რადგან გოლის გატანის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ადვილად მოსაგებ მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით.

ამის გამო დავისაჯეთ. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. ბავშვური შეცდომის გამო ორი ქულა დავკარგეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული