დავიდ სილვას კიბო აქვს?

AutoSharing Option
დავიდ სილვამ 16 დეკემბერს "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ  პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრა გამოტოვა. 

მატჩის შემდეგ გავრცელდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანელ ფეხბურთელს კიბო აქვს.

დღეს კი ესპანურმა გამოცემა Superdeport-მა დაწერა, რომ სილვა ვალენსიაში იმყოფება და ამის მიზეზი მისი ოჯახური პრობლემებია.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება "სიტის" მხრიდან არ ისურვეს და ისინი დუმილს არჩევენ.

როდის დაუბრუნდება 31 წლის ნახევარმცველი მანჩესტერულ კლუბს, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული