პრემიერლიგა. XVIII ტური: "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-18 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" 4:1 დაამარცხა "ტოტენჰემი" და მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ 16 მატჩის მოგებით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

თან, "ქალაქელთა" თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუშმა პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო "დეზების" ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანა.

ნამატჩევს "სიტის" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ შეგირდები აქო:"მაგრად ვითამაშეთ და ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. დე ბრიუნე ბურთით დიდებულია, მოედანზე დაფრინავს, რაც მწვრთნელსა და თანაგუნდელებს საქმეს უიოლებს.

საქმე კარგად მიგვდის. აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელების უბურთოდ თამაშით. მადლობა კლუბს ასეთი კარგი ფეხბურთელების შეძენისათვის.".

"ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ
კი დაიჩივლა, რომ იმედგაცრუებულია და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდთან წააგეს.


"არსენალმა" 1:0 დაამარცხა "ნიუკასლი", ხოლო "ჩელსიმ" ასეთივე ანგარიშით "საუთჰემპტონი".



დღეს "მანჩესტერი" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" ხვდება, "ლივერპული" კი "ბორნმუთს".


მკითხველის კომენტარები / 1 /
მთლად მასე გადარევაც არ შეიძლება!
გვარდიოლას
15:36 17-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული