მოურინიო იოზილის გასაფორმებლად მხითარიანს დათმობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ იოზილის გადასაბირებლად "წითელი ეშმაკების" სომეხ ლეგიონერს, ჰენრიხ მხითარიანს დათმობს. ამ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს.

პორტუგალიელი სპეციალისტი იოზილის უფასოდ გადაბირებას 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს. შეგახსენებთ, რომ იოზილს "მეთოფეებთან" კონტრაქტი სწორედ ამ დროს ეწურება. მხითარიანის გაშვებას კი მოურინიო 2017-18 წლების სეზონის ბოლოს აპირებს.

მხითარიანს "მანკუნიანელებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მისი ტრანსფერი "იუნაიტედს" 2016 წელს 41 მილიონი ევრო დაუჯდა.

მოურინიო და იოზილი ერთად მადრიდის "რეალში" მუშაობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული