სემ ელერდაისი: გინდათ წვეულება? მაშინ მოიგეთ!

AutoSharing Option
''ევერტონის'' ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ მის კლუბში საშობაო წვეულება არ შედგება.

გუნდი მხოლოდ საახალწლო წვეულებას გამართავს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლივერპულელები მომდევნო ორ შეხვედრაში ''ნიუკასლს'' და ''სუონსის'' დაამარცხებენ.

ელერდაისის განცხადებით, ამ ორი მატჩის მოგების შემთხვევაში ის ფეხბურთელებს წვეულებას იანვარში მოუწყობს.

ასე რომ, დღეს ''ევერტონის'' ფეხბურთელებს ''სენტ ჯეიმს პარკზე'' სამი ქულისთვის და წვეულებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული