პოლ პოგბა: არ ვიცი, ''მანჩესტერი'' ''რეალს'' რატომ ვარჩიე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მისი სატრანსფერო საგა გაიხსენა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მას გადასვლა მადრიდის ''რეალშიც'' შეეძლო, თუმცა მან ''მანჩესტერი'' არჩია.

''გასული სეზონის წინ ჩემი შეძენა ''მანჩესტერთან'' ერთად მადრიდის ''რეალსაც'' ძალიან სურდა. მე მათ შემოთავაზებაც გამიკეთეს და არჩევანის წინაშე დავდექი.

მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი გული ''მანჩესტერს'' ეკუთვნოდა. რატომ? არ ვიცი, უბრალოდ, მინდოდა დავბრუნებულიყავი'', - განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ ''წითელი ეშმაკების'' ხელმძღვანელობამ პოგბას სანაცვლოდ 89 მილიონი ევრო გადაიხადა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა მაგრად ჩისვარე ბიძიკო )))
dimitri
12:11 14-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული