კაილ უოკერი: ჯერ ჩემპიონები არ გავმხდარვართ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების (2:1) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, გუნდის მცველმა კაილ უოკერმა კი BBC-ის ჟურნალისტს კითხვაზე მოკლედ უპასუხა:

"უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ. თამაშისას დიდ ზეწოლას განვიცდიდით. გავხდით თუ არა ჩემპიონები? არა, ჯერ რა დროსია. წინ ბევრი მატჩი გველის. ოთხშაბათს "სუონსის" ვხვდებით, შემდეგ კი "ტოტენჰემს".

ჯერ შორია საბოლოო გამარჯვებამდე და ასევე გაგრძელება გვმართებს. მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. თუმცა, დღეს ოქროს მედლებისკენ ნაბიჯი გადავდგით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული