"ვესტ ჰემმა" პრემიერლიგაზე სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ლონდონის "ვესტ ჰემს" ინგლისის ჩემპიონატზე ბოლოს თამაში 30 სექტემბერს "სუონსისთან" ქონდა მოგებული (1:0), დღეს, 9 ნოემბერს კი მე-16 ტურში "ჩელსის" სძლია 1:0.

ნამატჩევს "ჩაქუჩების ახალი მენეჯერი დევიდ მოიესი ერთობ გახარებული გახლდათ:"ჩემი გუნდი ერთ მუშტად შეკრული იყო, ამან და გამარჯვებამ გამახარა. გვინდოდა მეტოქისთვის პრობლემები შეგვექმნა. ვიცოდით, ინიციატივას "არისტოკრატები" დაეუფლებოდნენ, ამიტომ ორგანიზებულად უნდა გვემოქმედა, რაც გამოგვივიდა კიდეც.

არნაუტოვიჩი კარგი ფეხბურთელია. "ვესტ ჰემმა" ის გოლების გასატანად შეიძინა. დაიწყო კიდეც ამის გაკეთება, თუმცა მე უფრო გუნდის თამაში მაინტერესებს. მინდა, ჩემმა გუნდმა "ჩელსის" დარად იასპარეზოს.
იმედია, ამას მივაღწევთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული