ჟოზე მოურინიო თვლის, რომ პეპ გვარდიოლა დავიდ სილვას ტრავმაზე ტყუის

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომ მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ ტრავმა მიიღო.

"თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები - გვაქვს პრობლემები. რეალური და არა მითიური. ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ. მაგალითად, ბაი "ქალაქელებთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ჯონსსა და ფელაინის თამაშის შანსი აქვთ, იბრაჰიმოვიჩს მათზე მეტი. მატიჩი დაშავებულია, მაგრამ იასპარეზებს, კარიკი - ვერა.

ლაკაზეტს და დავიდ სილვას რაც შეეხება - ჩვენს მოწინააღმდეგეებს მუდამ დიდი პრობლემები აქვთ, ბოლოს კი ირკვევა, რომ თამაში შეუძლიათ",-განუცხადა მოუმ "გარდიანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული