სემ ელერდაისს "ევერტონში" 6-მილიონფუტნიანი ხელფასი დაუნიშნეს

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, ლივერპულის "ევერტონის" მენეჯერად სემ ელერდაისი დანიშნეს, რომელსაც კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონი ფუნტი დაუნიშნეს.

63 წლის "დიდი სემი" 24 მაისამდე "კრისტალ პალასს" ედგა სათავეში, დროებით უმუშევარი დუბაიში ისვენებდა, შეთავაზებისას თავპატიჟი არ დაუდვია, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა და მალე საქმეს შეუდგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული