უეინ რუნი: იდეალური გოლი გავიტანე

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში "ევერტონმა" 4:0 დაამარცხა "ვესტ ჰემი" და ლივერპულური გუნდის რიგებში პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ (ინგლისის ჩემპიონატზე ეს მისი მე-7 ჰეთ-ტრიკია).

რუნიმ ერთი გოლი მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და ნამატჩევს BBC-ის რეპორტიორს კომენტარი არ დაამადლა:"ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. ჩვენს გუნდს მძიმე დროეგა უდგას. ახალი მწვრთნელი გვყავს. განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩავატარეთ.

გამარჯვება გვჭირდებოდა და ჩვენი კლასის დამტკიცება. ეს პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე გაგრძელება გვმართებს. სამწუხაროდ, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე. მესამე გოლისას კარიდან წინგამოსული კიპერი შევნიშნე და ძლიერად დავარტყი.
იდეალურად გამომივიდა.

"ევერტონის" ისტორიაში ახალი ერა იწყება. ელერდაისი კარგი მწვრთნელია და გუნდს ახალი იდეებით დაეხმარება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული