ჟოზე მოურინიო: მეორე ტაიმი 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში სტუმრად "უოტფორდთან" მოგებული შეხვედრა (4:2) "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიო ასე შეაფასა:

"მთელი 90 წუთის განმავლობაში სახიფათოდ ვუტევდით და 7 გოლის გატანა გვმართებდა. პირველ ტაიმშივე უნდა მოგვემთავრებინა საქმე. 3:0 ინტრიგის მოსაკლავად უმეტესად საკმარისია, მაგრამ მერე კონცენტრაცია დავკარგეთ და შედეგად, ბოლოსკენ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდით.

საჭირო იყო მეორე ტაიმის 5:0 ან 6:0-ის მოგება. ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პენალტი მივიღეთ არაფრიდან და ანგარიში 1:3 გახდა. ამის შემდეგ სულ სხვანაირი თამაში წავიდა. ასეთია ფეხბურთი. კიდევ კარგი ლინგარდმა ივარგა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული