იაია ტურე: გრანდებთან გამოჩნდება, რასაც წარმოვადგენთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ვეტერანი ნახევარმცველი იაია ტურე თვლის, რომ მის გუნდს ნამდვილი გამოცდა ევროგრანდებთან ელის.

"როდესაც ახალგაზრდა ხარ და ხშირად იმარჯვებ, ქედმაღალი ხდები. "ფეიენოორდთან" ნამატჩევს მწვრთნელი ჩვენზე გაბრაზებული იყო. თავადაც ვიცით, უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა. მოტივაცია არ გვეყო.

გავიმარჯვეთ, თუმცა როდესაც "იუვენტუსის", "რეალის" და "ბარსელონას" თამაშს უყურებ, ხვდები, მათ დასამარცხებლად კიდევ უფრო უკეთ უნდა იასპარეზო. ასეთი მოგება კი არაფერს არ ნიშნავს. მხოლოდ გრანდებთან შეხვედრებისას გამოჩნდება, რასაც წარმოვადგენთ",-განუცხადა ტურემ "ტელეგრაფს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული