"მანჩესტერ სიტი" ისევ შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-12 ტურში ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 2:0 სძლია "ლესტერს". ამ შეხვედრაში მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო "ქალაქელთა" მცველმა ჯონ სტოუნზმა და დაახლოებით 6 კვირა იუქმებს. მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ჯონი ძალიან დააკლდებათ, კმაყოფილია ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ვენსან კომპანის თამაშით, კევინ დე ბრიუნე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, გასულ სეზონში ბურთი რამოდენიმეჯერ გაარტყა ძელს, ახლა კი ზუსტად ურტყამს მიზანში, ხოლო გაბრიელ ჟეზუში სამუელ ეტო'ოს აგონებს, დაცვასაც ეხმარება, ბომბარდირიცაა, თუმცა ბურთთან რონალდოსავით უჭირს განშორება.


"მანჩესტერ იუნაიტედმა"
"ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლი" გაანადგურა (4:1). გოლითა და საგოლე გადაცემით დაბრუნდა ტრავმამორჩენილი ნახევარმცველი პოლ პოგბა. ტრავმის გამო შვიდი თვის უთამაშებელი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დაიტრაბახა, ვადაზე ადრე ჩავდექი მწყობრში, ლომები ადამიანებზე ადრე იღდგენენ ძალებსო. მათმა მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ კი ბრძანა, რომ თავს არ ზოგავენ, საქმე კარგად მისდით და შეუძლიათ მშვიდად იძინონ.

"არსენალმა" შინ 2:0 მოუგო "ტოტენჰემს", "ლივერპულმა" "ენფილდზე" "საუთჰემპტონს" (3:0), ხოლო "ჩელსიმ" გასვლაზე "ვესტ ბრომვიჩს" 4:0.




მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ მაგარი ტური იყო რა, დაგედო ყველა ლიდერზე და მშვიდად დალოდებოდი მოგებას. ხა.. :))
grisha
12:26 19-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული