"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი საავადმყოფოში წაიყვანეს

AutoSharing Option
Sky Sports-ის ცნობით, დღეს "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი შეუძლოდ შეიქნა, სერიოზული არაფერი სჭირდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს საავადმყოფოში, გამოკვლევა ჩაუტარეს და საღამოს სახლში დაბრუნდა.

კონკრეტულად რამ შეაწუხა გერმანელი არ იუწყებიან. ხვალ ის გუნდს ჩვეულებრივად ავარჯიშებს, სანაკრებო შეხვედრებით გამოწვეული პაუზის შემდეგ პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი კი "ლივერპულს" 18 ნოემბერს აქვს ჩასატარებელი "ენფილდზე" "საუთჰემპტონთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული