პრემიერლიგა. XI ტურის წინ: ორი გრანდი კედელთან

AutoSharing Option
დავიწყოთ ინგლისური ბრძოლებით. "მანჩესტერ სიტი" ფავორიტის რანგში დაუხვდება "არსენალს". პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი კონკრეტულ მომენტში ალბათ საუკეთესოა ევროპაში, "არსენალი" კი ტრადიციულად არასტაბილურია. ფაქტია ერთია - ამ შეხვედრაში შემტევი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ, რადგან მეტოქეებმა სხვანაირად, უბრალოდ, თამაში არ იციან.

"არსენალის" დაცვას ძალიან უნდა გაუჭირდეს. "სიტი" იშტაზეა, მისი შემტევები კი "დაფრინავენ" და აგერ, შავი დღე აყარეს იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის", თანაც - სტუმრად.

მანჩესტერული გუნდისთვის ვენსან კომპანის დანაკლისი ძველია, ბერნარ მენდისა კი - ახალი. "არსენალს" უნდა დააკლდეს კოლაშინაცი, კასორლას არყოფნას კი უკვე
ყველა მიეჩვია.

"ჩელსი" მიიღებს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ეცდება, ჩამოირეცხოს სირცხვილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში "რომასგან" იწვნია. თუ "არისტოკრატებს" ამჯერადაც დაუცდათ ფეხი, შესაძლოა, ანტონიო კონტე თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ყოველ შემთხვევაში, მის შესაძლო შემცვლელებზე უკვე ღიად იწერება ინგლისურ მედიაში...

"ჩელსის" ამ შეხვედრაში მხოლოდ ნიგერიელი ვიქტორ მოზესი უნდა დააკლდეს. "მანჩესტერის" ტრავმირებულთა სია კი სოლიდური და ძველია. თავის მხრივ, "იუნაიტედიც" კედელთანაა მიყენებული - "სიტი" ისეთ ფორმაშია, თუ "წითელ ეშმაკებს" ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება სურთ, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძულველი მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან გაუჭირდებათ.

რთული ლონდონური გასვლა ელის "ლივერპულს". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა თვით "რეალს" და "კრისტალ პალასთანაც" უდავო ფავორიტია. თანაც, "დეზების" ლაზარეთი თითქმის ცარიელია. მცირე ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა მთავარი მეგოლე ჰარი კეინი და "ლივერპულის" არცთუ მყარ დაცვას დიდი თავის ტკივილი ელის.

ფაქტები
  • ბოლო 4 მატჩია,"სტოკს" "ლესტერისთვის" არ მოუგია.
  • "ჰადერსფილდს" ბოლო 3 შეხვედრაა, "ვესტ ბრომვიჩი" არ დაუმარცხებია.
  • ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ ხუთ მატჩში "ბრაიტონი" ვერ უგებს "სუონსის".
  • ზედიზედ 4 მატჩია, "ტოტენჰემი" "კრისტალ პალასს" პრემიერლიგაში უგებს.
  • ოთხი პრემიერლიგური მატჩია, "სიტისა" და "არსენალს" შორის 2,5-ზე მეტი გოლი გადის.
  • ბოლო სამი შეხვედრაა, "ჩელსისა" და "მანჩესტერის" მატჩებში ერთი გოლი მაინც გადის.
პრემიერლიგა. XI ტური
შაბათი, 4 ნოემბერი
სტოკი-ლესტერი 16:30
ჰადერსფილდი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ნიუკასლი-ბორნმუთი 19:00
საუთჰემპტონი-ბარნლი 19:00
სუონსი-ბრაიტონი 19:00
ვესტ ჰემი-ლივერპული 21:30

კვირა, 5 ნოემბერი
ტოტენჰემი-კრ. პალასი 16:00
მანჩესტერ სიტი-არსენალი 18:15
ჩელსი-მანჩესტერ იუნ 20:30
ევერტონი-უოტფორდი 20:30

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"რთული ლონდონური გასვლა ელის "ლივერპულს". "ტოტენჰემი" ბრწყინვალე ფორმაშია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა თვით "რეალს" და "კრისტალ პალასთანაც" უდავო ფავორიტია. თანაც, "დეზების" ლაზარეთი თითქმის ცარიელია. მცირე ტრავმისგან ბოლომდე გამოჯანმრთელდა მთავარი მეგოლე ჰარი კეინი და "ლივერპულის" არცთუ მყარ დაცვას დიდი თავის ტკივილი ელის."
რას მიედ - მოედებით?!
ინტრიგანი
14:42 04-11-2017
0
"ლივერპული" ლონდონში კი ჩადის, მაგრამ "ვესტ ჰემთან", "ტოტენჰემი" არაფერ შუაშია
ინგლიშ
10:56 04-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული