გარი ნევილი: ჟოზე მოურინიო მეივეზერს გავს

AutoSharing Option
Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო მოკრივე ფლოიდ მეივეზერს შეადარა:

"პოჩეტინიოსა და კლოპს ჩინებული რეპუტაცია აქვთ, რადგან შემტევი სტილის მწვრთნელები არიან. მოურინიო კი უფრო მეივეზერს გავს. მეივეზერს მოსაწყენ მოკირივედ მიიჩნევენ, ვინაიდან თავდაცვა უყვარს.

კლოპი რამოდენიმე კვირის წინ არ აყვა მოურინიოს თამაშში, რამეთუ ვერ გარისკა. არ უნდოდა პორტუგალიელს მისთვის მასტერ-კლასი ჩაეტარებინა.

მოუს შეუძლია ვიზავი განჭვრიტოს, ამაშია მისი სიდიადე. ამიტომ იმსახურებს მეტ პატივისცემას. ჟოზეს შედეგები შთამბეჭდავია. მოურინიოს წინააღმდეგ ორი ფაქტორი მოქმედებს: "მანჩესტერის" ისტორია და პეპ გვარდიოლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული